რეზონანსი
28.04.2024

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება "მოქალაქეობრივი ხორუმი".

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დროშა გაშალეს.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; "არ წამართვა მომავალი", "კი ევროპას, არა რუსულ კანონს", "რუსული მთავრობაც გვყოფნის", "ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!".

აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×