რეზონანსი
(08.09.2026)

ხვალიდან საქართველოში მზიანი და ცხელი დღეები კვლავ დაბრუნდება.
"ზაფხულის სითბო კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს – დღისით ტემპერატურა +30°C-მდე მიაღწევს, ღამეს კი სასიამოვნო სიგრილე და სიმშვიდე შემოეპარება.
წინ გველოდება ნათელი, თბილი და საოცრად ლამაზი დღეები – ისეთი, როცა მზე გულსაც გაათბობს და განწყობასაც", - წერს კობა ფარტენაძე.
უნალექო და ცხელი დღეები მინიმუმ 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



