რეზონანსი
(14.09.2026)

ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
"81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.
ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.
საკანონმდებლო ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება", - წერს შალვა პაპუაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



