რეზონანსი
(16.09.2026)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ.ტირძნისში მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 16 საათზე მოხდა.

,,ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება" - გვითხრეს ტირძნისის საჯარო სკოლაში. 

გუშინ კი სკოლის მოსწავლეს მანქანა რუსთავში დაეჯახა. 12 წლის მოზარდი კლინიკაში მკურნალობს.

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე