რეზონანსი
(16.09.2026)

ირაკლი კირცხალიამ თამაზ ბორაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სუსს ძალოვან სტრუქტურაში 21-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი უხელმძღვანელებს.

"მხარი დავუჭირეთ წარმოდგენილ კანდიდატურას, ბატონ თამაზ ბორაშვილს - თავისი საქმის პროფესიონალს. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ამ სამსახურში 21-წლიანი სტაჟის [მქონე ადამიანი] უხელმძღვანელებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. მინდა სულითა და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე