რეზონანსი
(17.09.2026)

 შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ პოსტში დაწერა.

ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა.

"ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას" - წერს კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე