რეზონანსი
(18.09.2026)

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ მსჯავრდებულს უფორმდება საპროცესო შეთანხმება - მათ შორისაა ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ექიმს ხუთი წელი აქვს მისჯილი. გამოცემის ცნობით, საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში ის ციხეს ოქტომბერში დატოვებს. პირობა ასეთია - ერთი წელი პატიმრობა, სამი წელი პირობითი.
პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი აქვს მისჯილი.
საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სასამართლოს სხდომა ცალკე უნდა დაინიშნოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



