რეზონანსი
(18.09.2026)

კუბის ენერგეტიკული ქსელი  გაითიშა.  ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ სოციალურ ქსელში განაცხადა.

შედეგად, დაახლოებით 9-მილიონიან ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყვეტილია.

„როიტერი“ წერს, რომ კუბის ენერგოსისტემა, რომელიც უკვე მოძველებულია, დიდი ხანია, სერიოზული სირთულეების წინაშე დგას.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტიცაა. ასევე აშშ-ის ნავთობზე ემბარგო აქვს დაწესებული. მედიის ცნობითვე, ამ ფაქტორებმა ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე