რეზონანსი
(19.09.2026)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ. ორივე გარდაცვლილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“ სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები. მათ მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე