
საარჩევნო ბიულეტენების 82.19%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ედინაია რასია“ ხმების 57.76%-ით ლიდერობს. „კომუნისტური პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა ხმების 13.89%-ით. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 8.77% მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ კი – 7.97%. პარტია „სამართლიანი რუსეთი“ მეხუთე ადგილზეა 4.99%-ით, რაც 5%-იან ბარიერს ოდნავ ჩამორჩება.
ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი, ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



