რეზონანსი
(22.09.2026)

მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს ცნობით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე