რეზონანსი
(24.09.2026)

 ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანის დაზიანებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

"ტვ პირველის" ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ჩოხატაურის ცენტრში მოხდა. მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილე ორი ახალგაზრდა კაცის ჩხუბს შეესწრო, სიტუაციის გარკვევის მცდელობას კი ახალგაზრდებმა პოლიციის ავტომობილი დააზიანეს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ორივე დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე