რეზონანსი
(26.09.2026)

რუსთავში, რესტორანში დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ე.წ. "სტამბულის ბაზრის მიმდებარედ, ფანცულაიას ქუჩაზე, ერთერთ რესტორანში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

30 წლამდე კაცმა ბასრი საგნით თავისივე თანატოლებს ჭრილობები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტები "კლინიკა რუთავში" გადაიყვანეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და 30 წლამდე კაცი დაკავებულია.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე