რეზონანსი
(26.09.2026)

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა.
„შენს სულს ვენაცვალეე მეე ჩემო ვაჟკაცოო, ვერაფერს ვერ ვამბობ ისეთი იმედი მქონდა, რომ დაგვიბრუნდებოდი, ლუკააა", - წერს ოჯახის ახლობელი.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სანადიროდ იმყოფებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. 3 კვირის განმავლობაში საავადმყოფოში ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ გუშინწინ ლუკა გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


