რეზონანსი
(26.09.2026)

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სოლომიანსკის რაიონში მდებარე საოფისე შენობაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე