რეზონანსი
(26.09.2026)

გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა - საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

გამოცემისვე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე