რეზონანსი
(26.09.2026)

ზუგდიდში, გმირთა ხეივანში, დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა - ცერემონიას ესწრებოდა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილიძე. 

გმირთა ხეივანში, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით დაიდგა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა და  სასტიკი წამების შემდეგ, ცემით მოკლეს.

ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, სიკვდილის შემდეგ, ასევე დაჯილდოებულია  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და „სამშობლოსათვის თავდადებულის“ მედლით!  

ქართველი გმირის სახელს ატარებს საქართვლოს სერჟანტთა აკადემიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე