
პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის შესაქმნელად 17 მილიარდ ზლოტამდე (4,4 მილიარდი დოლარი) გამოყოფს. ამ ინიციატივია წარმატება დამოკიდებული იქნება ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე პოლონეთში გასანლაგებელი შეიარაღებული ძალების რაოდენობისა და შეარაღების ტიპის შესახებ, ასევე პოლონეთის მიერ სპეციალური კანონმდებლობის მიღების ტემპზე.
„ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ბაზა შეიძლება უკვე 2029 წელს გაიხსნას“, - აცხადებენ პოლონეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში. მათი შეფასებით, მუდმუვმოქმედი, 5000 სამხედრო მოსამსახურისთვის განკუთვნილი ბაზის შექმნა „პატარა ქალაქის აშენებისათვის“ გაწეულ ძალისხმევას უტოლდება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ობიექტზე დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურის განთავსებაა შესაძლებელი (ამჟამად რესპუბლიკაში როტაციის პრინციპით დაახლოებით 7000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული). ადრე გამოცხადდა, რომ ბაზა რუსეთის კალინინგრადის ოლქისა და ბელარუსის საზღვრებთან ახლოს შეიქმნებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



