რეზონანსი
(27.09.2026)

უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა.

თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. გამოცემა Kontroll-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ ესროლა კვერცხი პოლიტიკოსს, დაკავებულმა უპასუხა: „მხოლოდ იმას ვნანობ, თავში რომ ვერ მოვარტყი".

ეს მადიარის წინააღმდეგ მიმართული პირველი ინციდენტი არ არის - ერთი კვირის წინ, სექსარდში, მოსავლის დღესასწაულზე მას ღვინო შეასხეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე