რეზონანსი
(27.09.2026)

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს საღამოს ბათუმში ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, რის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ადგილობრივ გამოცემა აჭარა თაიმსს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ 13-14 წლის არასრულწლოვანები სწორედ იმ მოპედით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე