რეზონანსი
(28.09.2026)

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ბირთვულ საკითხებზე „კონკრეტული პროგრესის" სანაცვლოდ, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს, - ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა საბოლოო შეთანხმების ფარგლებში თეირანს სანქციები შეუმსუბუქოს და გაყინული აქტივები განბლოკოს, იმ შემთხვევაში, თუ ირანი აშშ-ს ბირთვულ საკითხებზე „კონკრეტულ პროგრესს" შესთავაზებს.

„აშშ შუამავლების მეშვეობით პოზიტიურ და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ბირთვული საკითხების მოგვარების გარეშე საბოლოო შეთანხმება არ მიიღწევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე