რეზონანსი
(29.09.2026)

შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ პარკში. "ინფო რუსთავის" ცნობით, პარკის შესასვლელთან, ტბის პირას 40 წლამდე კაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი.

პაციენტს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით პაციენტის გადარჩენა მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე