რეზონანსი
(01.10.2026)

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია. ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მოსახლეობას მოუწოდებენ, წყლის სახლში შესვლის ან დონის მატების შემთხვევაში გამორთონ ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე ან შენობის ზედა სართულზე და დახმარებისთვის დაუკავშირდნენ 112-ს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



