
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
არამდგრადი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, 2 ოქტომბერსაც ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო ტემპერატურა კიდევ დაიკლებს.თბილისში დღისით დაახლოებით +16°C არის მოსალოდნელი.3–4 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაბალი დარჩება. თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



