რეზონანსი
(04.10.2026)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერებიც მიატოვა "ფეიკ" რევოლუციაზე.

მისივე თქმით, მალე თავად ოპოზიციის ამომრჩეველი მოითხოვს მათ აკრძალვას.

"მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე.  

ამ "დამტოვებლების" აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს", - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე