რეზონანსი
(05.10.2026)

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა ევროკომისიის კვლევას, სადაც პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. 2024 წელს კი მე-16 პოზიციაზე იყო.
„ეს [კვლევა] მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია და ყველა იმ გამოწვევაზე, ეკონომიკა იქნება, პოლიტიკური, თუ სოციალური საკითხები, პარლამენტი ცდილობს იყოს მაქსიმალურად ადეკვატური. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



