რეზონანსი
(07.10.2026)

ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ნატა ვიბ­ლი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს, YouTube-არხ "სან­დო წყა­როს­თვის“ რე­პორ­ტაჟ­ში სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას პირ­ვე­ლად ვრცლად ჰყვე­ბა.

ჩხვი­მი­ა­ნი ადას­ტუ­რებს, რომ ნატა ვიბ­ლი­ან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას.

"ეს იყო 16 წლი­დან და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მოხ­და 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქ­ნე­ბო­დი მა­შინ 33 წლის.“

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მათ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, ჩხვი­მი­ა­ნი ამ­ბობს:

"კი, ახ­ლაც ვამ­ბობ მა­გას, რომ მთა­ში მოხ­და ეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა"...

იგი უარ­ყოფს ნატა ვიბ­ლი­ან­ზე ბავ­შვო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას და ამ­ბობს, რომ 9 წლის ბავ­შვთან რა­ი­მე კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს.

"მდი­ნა­რის პი­რას მოხ­და ერთი შემ­თხვე­ვა. კი ბა­ტო­ნო, ეს იყო მე­სა­მე შემ­თხვე­ვა".

თუმ­ცა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს ის არ ადას­ტუ­რებს. ჩხვი­მი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რომ წლე­ბის წინ მის წი­ნა­აღ­მდეგ მსგავ­სი ბრალ­დე­ბა ნატა ვიბ­ლი­ა­ნის დე­და­მაც წა­მო­ა­ყე­ნა.

შემ­თხვე­ვი­დან ოთხ დღე­ში მო­ზარ­დის დე­დამ სახ­ლში და­ი­ბა­რა, უთხრა, რომ მის სახ­ლში მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი იყო და საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყო სახ­ლში. გა­გი­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­აო ჩემი შვი­ლიო და მის მერე იყო ეს, რომ და­მაბ­რა­ლეს, რომ და­მი­ცხრი­ლი­აო სახ­ლიო... - ამ­ბობს ის.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ის ია­რა­ღით მი­სუ­ლი სახ­ლში, ჩხვი­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს: "არა, არა, კაცო, რა, რა სი­სუ­ლე­ლე. წი­ვილ-კი­ვი­ლი, ერთი ამ­ბა­ვი ჰქონ­დათ.“

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ეპი­ზო­დი სვა­ნეთ­ში ხატ­ზე და­ფი­ცე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ხატ­ზე მი­ვი­და და და­ი­ფი­ცა.

" ეს ცხრა წლი­დან ხომ და­ი­წყო მა­გან, რომ იმა­ზე და­ვი­ფი­ცე, რომ ეს არას­წო­რია, არ იყო ასე, რაც არ მომ­ხდა­რა. ცხე­ნის მობ­მა­ზე და­ვი­ფი­ცე, ია­რა­ღით დახ­ვრე­ტა­ზე. სა­ქონ­ლის სად­გომ­ზე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა - იმა­ზეც და­ფი­ცუ­ლი ვარ. სა­საფ­ლა­ო­ზეც, იმა­ზეც და­ფი­ცუ­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ გი­ფიქ­რია სა­ერ­თოდ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი - რას ჰქვია ეს, რა სი­სუ­ლე­ლე".

ნატა ვიბ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ში მხო­ლოდ ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ანს არ ამ­ხელს. მის მო­ნა­თხრობ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სხვა პი­რე­ბიც, მათ შო­რის ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნის ძმა მალ­ხა­ზი და ბი­ძაშ­ვი­ლი რო­დერ ჩხვი­მი­ა­ნი. მალ­ხაზ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­პორ­ტაჟ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნა­ტას მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რე­პორ­ტაჟ­ში ასე­ვე ჩანს ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ანს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და მის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი კი ამ­ბობს, რომ სი­მარ­თლის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­დეგს არ გა­ურ­ბის:

ჟურ­ნა­ლის­ტი: სვა­ნურ სა­მარ­თალ­საც არ ელო­დე­ბით?

- მე არა, იმი­ტომ რომ მე ხატ­ზე და­ვი­ფი­ცე, "ვსიო".

- ელო­დე­ბით და­კა­ვე­ბას?

- არ ვიცი. სი­მარ­თლე თუ გაჭ­რის, მა­შინ არა...

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე