რეზონანსი
(07.10.2026)

მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე სასამართლოს ექიმი გამოიძახეს.
სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა, რადგან ბრალდებული იმნაძე ამტიცებდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურას პროცესზე ის მოზარდები ჰყავს გამოსაკითხად მიყვანილი, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



