რეზონანსი
(08.10.2026)

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს არ აღი­ა­რებს. ნო­დარ ჩა­ჩუა გახ­ლავთ ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც მო­უ­წყო მის­მა მე­გო­ბარ­მა, ალ­ბათ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის სა­ნაც­ვლოდ" - ამის შე­სა­ხებ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნო­დარ ჩა­ჩუ­ას ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ზაკ­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით აქვს ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გა­დაა მო­პო­ვე­ბუ­ლი.

"ნო­დარ ჩა­ჩუა გახ­ლავთ ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც მო­უ­წყო მის­მა მე­გო­ბარ­მა, ალ­ბათ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის სა­ნაც­ვლოდ. სა­უ­ბა­რია პი­როვ­ნე­ბა­ზე, ვინც ჩა­ი­წე­რა და მო­ახ­დი­ნა პრო­ვო­ცი­რე­ბა ამ და­ნა­შა­უ­ლის. საქ­მის მა­სა­ლე­ბი ვნა­ხე და გა­მო­ძი­ე­ბას აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა: ხმის ჩა­ნა­წე­რი­ცაა და ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა­ცაა.

და­კა­ვე­ბულ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია სა­სა­მარ­თლო­ში გა­აჟ­ღე­რა და მი­უ­თი­თა, რომ თა­ვის­მა მე­გო­ბარ­მა მო­უ­წყო ეს პრო­ვო­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ნოდარ ჩაჩუა პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდა. მასთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე