რეზონანსი
(10.10.2026)

თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე