რეზონანსი
(11.10.2026)

 არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმის გარშემო დაწყებული კამპანია შეაფასა.

„სხვა არაფერმა არ იმუშავა, რამდენიმე დამხობის მცდელობა ვიცით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ახლა ფიქრობენ, რომ როგორც სააკაშვილის დროს, ციხეებმა გადაიყოლა სააკაშვილის რეჟიმი, იქნებ, ეს მმართველობაც გადაიყოლოს ციხეებმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ის იყო რეალური პროტესტი, რეალური ამბები და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და უამრავი ასეთი მტკიცებულება იყო და დღეს ამის მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე