რეზონანსი
(12.10.2026)

ბათუმში ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მანქანა დაიწვა - ინფორმაცია "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა. შემთხვევა წინ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
როგორც გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, მანქანა ელექტრომობილების დამუხტვის პუნქტში იმყოფებოდა და ცეცხლი სწორედ იმ დროს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარა თაიმსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



