რეზონანსი
(13.10.2026)

ინფლუ­ენ­სე­რი ეკნა ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის გამო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ 2500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

საქ­მე გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა - ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის კო­მენ­ტარ­მა ის გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და სა­პა­სუ­ხოდ თა­ვა­დაც და­წე­რა კო­მენ­ტა­რი. ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჯა­რი­მის გა­დახ­დას აპი­რებს, რად­გან სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნონს მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში უსა­მარ­თლოდ გა­მო­არ­ჩი­ეს.

"ნამ­დვი­ლად და­მი­წე­რეს 2500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, თემა ეხე­ბო­და ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ და მტკივ­ნე­ულ სა­კითხს, ეს იყო გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც მო­იც­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ ამ ამ­ბის შემ­დეგ.

ამ ამ­ბავ­ზე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი ვინ­მე ანა გე­ლაშ­ვილ­მა, ეს იყო ძა­ლი­ან დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის მი­მართ. ამან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა და და­ვუ­წე­რე ერთი კო­მენ­ტა­რი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, და­წყე­ბუ­ლი „ტი­კ-ტო­კი­დან“, „ფე­ის­ბუქ­ზე“ და ყველ­გან ამ გო­გოს აგი­ნებ­და და ლან­ძღავ­და მისი უტი­ფა­რი საქ­ცი­ე­ლის გამო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მარ­ტო მე და­მა­ჯა­რი­მეს. კონ­კრე­ტუ­ლად იმ პოს­ტის ქვეშ 4 ათა­სი კო­მენ­ტა­რი ეწე­რა, სა­დაც ყვე­ლა დე­დას აგი­ნებ­და, თუმ­ცა არა­ვის შეხ­მი­ა­ნე­ბია და არც მე გა­მომ­ხმა­უ­რე­ბია.

 წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ზღვარ­გა­რეთ, ჩა­მო­ვე­დი ჩავ­რთე ნო­მე­რი და უცხო ნო­მერ­მა და­მი­რე­კა. სწრა­ფად მი­თხრა, რომ სა­სა­მარ­თლო მაქვს და და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ვარ, ვი­ღა­ცის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ ვერ და­ვი­ჯე­რე, არ აღ­ვიქ­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად. გა­ვუ­თი­შე ამ გო­გოს ტე­ლე­ფო­ნი. მა­გის შემ­დეგ არც არა­ვის და­უ­რე­კავს, არც არა­ვის მო­უ­წე­რია. მერე გა­ვი­გე "იმე­დის" ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, ეგეც მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში იყა­ვიო. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ნამ­დვი­ლად", - განუცხადა "ამბებს" ეკა ყურშიტაშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე