რეზონანსი
(13.10.2026)
ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. "ინფო იმერეთს" ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
"ნაგავს ყრიდა ეს კაცი და მანქანა დაეჯახა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის", - ამბობენ თვითმხილველები.
პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: "ინფო იმერეთი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



