რეზონანსი
(17.10.2026)

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავის" ცნობით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა.

ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე