რეზონანსი
(17.10.2026)

დღეს, მოსკოვის დროით 16:00 საათის მდგომარეობით, მოსკოვის ოთხ აეროპორტში 209 რეისი გაუქმდა და 222 გადაიდო -  ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია "დოჟდ" საავიაციო აგრეგატორის, Airports.Ru-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველაზე მეტი - 155 რეისი შერემეტიევოში გაუქმდა, 50 კი ვნუკოვოში. 

კიდევ ერთი გამოცემა „აგენტსტვო“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჯერ კიდევ დღის 13:00 საათისთვის მოსკოვის აეროპორტებში იმაზე მეტი რეისი იყო გაუქმებული, ვიდრე პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში.

ამავდროულად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 15:30 საათის მდგომარეობით მოსკოვის საავიაციო კვანძის აეროპორტებში მხოლოდ 103 გადადებულ რეისზე იუწყება.

სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, აგრეგატორის მონაცემებით, გაუქმდა 33 რეისი, ხოლო კიდევ 92 რეისი გადაიდო. მოსკოვის საჰაერო სივრცე უკრაინული დრონების მასირებული იერიშების გამო ზედიზედ უკვე მეორე ღამეა სრულად პარალიზებულია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე