რეზონანსი
(18.10.2026)

აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან NBC-ის ეთერში გააკეთა.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლა მას შემდეგ, რაც ეს პროცესი „გარკვეული პერიოდით" შეჩერებული იყო.

მედიის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გაიმართოს.

Bloomberg-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით განახლდა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე