რეზონანსი
(18.10.2026)

ჰორმუზის სრუტის 7 დღეში გახსნის შესახებ თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებული წინადადება ისევ ძალაშია, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების თანხმობის შემთხვევაში, სრუტე 6 დღეში გაიხსნება, მეშვიდე დღეს კი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებები აღდგება.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი კონკრეტული შვიდდღიანი გეგმა და განვაცხადეთ, რომ აუცილებელი პირობების შესრულების შემთხვევაში, სრუტე შეიძლება გაიხსნას და საზღვაო მიმოსვლა შვიდ დღეში აღდგეს. ახლა არჩევანი აშშ-ზეა", - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



