
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ "კავეას" ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:
„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.
ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, "ამირანს“ და "რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ - პლატფორმა „კავეა პლუსს“. იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი.
მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


