
ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა. საქმეს მიხეილ შაყულაშვილი ჩაეხსნა. მას სოსო ბარათაშვილი შეცვლის. საქმეში ადვოკატის სტატუსით გამოჩნდა ლალი აფციუარი. მთავრობის ყოფილი მეთაურის ინტერესებს ისევ იცავს ლილი გელაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა - ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყო.
ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



