რეზონანსი
(19.10.2026)

არავის მოუკითხავს ბრიუსელიდან, თუ რას წარმოადგენს მმართველობის ის სისტემა, რომელიც ჰქონდა შექმნილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას", სისტემური ხასიათი აქვს, თუ არა მუდმივი, რევოლუციური სცენარის განვითარებას, - განუცხადა „ქრონიკა" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს ორმაგი სტანდარტიცაა, უსამართლობაც, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც გამომდინარეობს იმ გლობალური დაპირისპირებიდან, რაც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს.

„პოლიტიკური პარტიები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში აიკრძალა ბრიუსელის ინტერესის გამო, რომ შეინარჩუნოს ის ადამიანები, ვისაც ადვილად მართავენ, ხოლო სხვა დანარჩენს დააბრალოს პრორუსულობა და აქედან გამომდინარე, ჩამოაშოროს პოლიტიკურ აქტივობას.

რაც შეეხება საქართველოს, არავის მოუკითხავს ბრიუსელიდან, თუ რას წარმოადგენს მმართველობის ის სისტემა, რომელიც ჰქონდა შექმნილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას", სისტემური ხასიათი აქვს, თუ არა მუდმივი, რევოლუციური სცენარის განვითარებას. საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი ხასიათის მატარებელია, არის თვალსაჩინო, რეალური, რომელსაც მხარს უჭერს ბრიუსელი. ეს ორმაგი სტანდარტიცაა, უსამართლობაც, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც გამომდინარეობს იმ გლობალური დაპირისპირებიდან, რაც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე