
ამერიკაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს:
"42 წლის ასაკში დაგვტოვა… ამერიკაში შეწყდა ჩემი გოგოს მეუღლის, ჩვენი ოჯახის საუკეთესო ბიჭის სიცოცხლე…
სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩემი გოგოს მეუღლე, ჩვენი იმედი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი საყრდენი…
როგორ ძნელია იმის გააზრება, რომ ადამიანი, რომელსაც ამდენი მომავლის იმედი უკავშირდებოდა, ასე ნაადრევად წავიდა ჩვენგან…
მე 36 წლის ასაკში დავქვრივდი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ არასოდეს მეგონა, თუ ოდესმე ჩემი შვილისთვისაც მომიწევდა ამ ტკივილის ყურება.
დღეს თითქოს ჩემი იმედიც გამომეცალა ხელიდან… გული მტკივა ჩემი გოგოსთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც შენი სიკეთე და სიყვარული ახსოვს.
შენ წახვედი, მაგრამ შენი კვალი, შენი სიკეთე და შენი ნათელი სახე ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება.
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, შვილო! შენ იქიდან გვიმზირე, ჩვენ კი აქ შენი მონატრებით უნდა ვისწავლოთ ცხოვრება…
მარადიული სასუფეველი შენს ლამაზ სულს. არასოდეს დაგივიწყებთ"- წერს გარდაცვლილი კაცის ახლობელი!
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


