რეზონანსი
(19.10.2026)

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილ სანატორიუმს აუქციონზე ყიდის.

როგორც გამოქვეყნებული განაცხადებიდან ირკვევა, ქონების სააგენტომ ყოფილი სანატორიუმები გასაყიდად აუქციონზე 15 ოქტომბერს გაიტანა. დასრულების ვადად კი 13 ნოემბერია განსაზღვრული.

ამასთან, აუქციონების თანახმად, ამ ქონებების ჯამური ღირებულება 49.318 მლნ ლარია.

უფრო კონკრეტულად, საუბარია შემდეგ სანატორიუმებზე:

ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ – 8 774 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, განახორციელოს დიაგნოსტიკური და არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი და 26 021 000 ლარის ინვესტიცია.

ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“ – 2 540 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია არანაკლებ 10 907 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 90-ნომრიანი სასტუმროს პროექტი განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ – 4644000 ლარი; აუქციონის პირობების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს პროექტი და არანაკლებ 52 042 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ – 2 838 000 ლარი; ინვესტორი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში 100-ნომრიანი სასტუმროს პროექტი და არანაკლებ 19 015 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „აია“ – 3 701 000 ლარია; ინვესტორს ვალდებულება ექნება არანაკლებ 250 ერთეული აპარტამენტის ან 250 ერთეული სასტუმრო ნომრის და საცხოვრებელი აპარტამენტის პროექტი და 14 379 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ (ყოფილი ბალნეოლოგიური) – 4 039 000 ლარი; აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორს ვალდებულება ექნება არანაკლებ 110 ნომრიანი სასტუმროს პროექტი და 20 917 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ – 3 514 000 ლარი; ინვესტორს ექნება ვალდებულება რომ ამ ტერიტორიაზე 100 ნომრიანი სასტუმროს პროექტი და 35 314 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ – 8 502 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმროს პროექტი და 61 935 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ – 6 565 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმროს პროექტი და 42 377 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ – 4 201 000 ლარი; ინვესტორი ვალდებული იქნება არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს პროექტი და 31 106 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი 2022 წელს წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე