რეზონანსი
(19.10.2026)

„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია გამართა. მარატ ნოზაძის ქუჩაზე, სპეციალიზებული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ჩართულობით, ტერიტორია უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა.
მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში ყოველთვიურად 6 500-დან 7 000 ტონამდე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსება ფიქსირდება. კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



