
ირინა სარიშვილი თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს,
როგორც სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი პროცესი 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას, - წერს ის.
აი, ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო , ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ). არც ვიცი რა ვთქვა, - წერს სარიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



