რეზონანსი
(20.10.2026)

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი ჰყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. პაატა გოგიაშვილის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.

ადვოკატის მტკიცებით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე ფეიქრიშვილს საკანში შეუსახლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც პატიმარი სასტიკად სცემეს.  პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და შოთა ყიფიანმა მიაყენეს.

იურისტის განცხადებით, თავდამსხმელები ფეიქრიშვილისგან მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს ითხოვენ. ადვოკატის თქმით, ნაცემი ფეიქრიშვილი დავით ფეიქრიშვილი  გუშინ, 19 ოქტომბერს “ვივა-მედში“ ჰყავდათ გადაყვანილი. 

ადვოკატის მონაყოლის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება გოგა ფეიქრიშვილსაც. პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილის ტყუპმა ძმამ გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.

დღეს ვიყავი პატიმართან, დავით ფეიქრიშვილთან, სასწაულად არის ნაცემი, ეს ცემა განხორციელდა 16 ოქტომბერს ღამის საათებში, 20:00 საათზე შეასახლეს პატიმრები, ესენი არიან ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო). მეორე დაცვის წევრია როგორც ვიცი, შოთა ყოფიანი, გოცირიძე და კაჭარავა. 5 კაცი შეუსახლეს, იმის მერე მიდის დათოს წამება.  

"დღეს მე რომ შევედი მიიყენა თვითდაზიანება - გადაიჭრა ვენები, გუშინ ორივე ძმამ გადაიჭრა ვენები. გუშინ გადაიჭრა გიორგიმ ვენები იმისთვის, რომ ძმისთვის აეცილებინა ეს ფიზიკური ზეწოლები და დღეს გადაიჭრა მეორე ძმამა ვენები.

მათ ძმებისგან უდნათ მობილურის iCloud?-ის კოდი, რომ გახსნან. გამოძიება ეტყობა ვერ ხსნის ამ კოდებს. ასეთი განმარტებაც გააკეთეს დაკავებულებმა, რომ, ესენი იმისთვის შესახლეს ფეიქრიშვილებთან, რათა კონკრეტული ინფორმაცია გაიტანონ გარეთ კოდებთან დაკავშირებით. ინფორმაცია აინტერესებთ მობილურებიდან, რომელსაც ვერ ხსნიან. 

ახლა გაიყვანენ თუ არა საავადმყოფოში არ ვიცი. ახლა ნომერ მერვე დაწესებულებაში ვარ. გუშინ საღამოს 22:00 საათზე იყო გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი "ვივა მედში", ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები. ახლა არ გაუყვანით, ვინაიდან ვენები აქვს გადაჭრილი, კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთან - ითოვდა ძმასთან შეხვედრას და ასევე ისეთ იზოლირებულ საკანში გადაყვანას, სადაც უსაფრთხოდ იქნება" - აცხადებს "ტვ პირველთან" პაატა გოგიაშვილი.

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე