რეზონანსი
(26.10.2026)

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
"ამ ქვეყანაზე ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ***ვთ ყველას..." - დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ზაზა კარბაიამ სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, მკვლელობის შემდეგ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


