რეზონანსი
(26.10.2026)

ქართველმა მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ ამჯერად გამომწერების კითხვებს უპასუხა, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხება. კითხვაზე, როგორ შეძლო ყოფილი ურთიერთობის დასრულება, ალექსანდრა წერს, რომ ყოფილ პარტნიორს მეუღლესთან დაბრუნება ურჩია.
„მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა თითქმის 3 წლის მანძილზე. ბოლოს აკნე, ფსიქოზი და ყველაფერი დამემართა, მერე ვთხოვე, შეურიგდი მეუღლეს, უყვარხარ, შენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი და ასე მოვიშორე.
ყველაფერი რომ ვთქვა, ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ, არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად „მამწარებს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


