
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. დაღუპული სოფელ შაშიანის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ღამით ერთად იქეიფეს, ბიჭი კი მეორე დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.
"ერთად გავიზარდეთ, ერთი ბავშვობა გვაკავშირებდა… გული მეწვის, არ მინდა ამის დაჯერება. შენ ხომ ყველაზე გულიანი ადამიანი იყავი, ლექსო. ძალიან ადრე წახვედი, კლასელო. გვიყვარხარ და მუდამ ჩვენს გულებში იქნები. მშვიდად განისვენე,"- წერს მეგობარი, თამარ წიკლაური.
"ნათელში იყოს შენი სული ლექსო უფალს ებარებოდე მეგობარო", - წერს მარიამ გაგნიძე.
"ლექსო როგორ მომიკალი შვილო გული შენი ცოდით ვიწვები. რა ეშველება დედაშენს, ისიც ცოცხალი მკვდარია შვილო" - დაწერა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


