რეზონანსი
(27.10.2026)

ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.
"არ ვიცი რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ. ერთი წელია შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი… მენატრები ძალიან ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები ადგილს ვერ ვპოულობ… ვერც სიტყვებს… უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა" - წერს სალომე ბაკურაძე.
ლაშა ბასლანძე გასულ წელს, იტალიაში ყოფნისას, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი იტალიაში ქალიშვილთან, ელენესთან იმყოფებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


